ჩვენი მიზანია, მომხმარებელს სრულფასოვანი გამოცდილება შევუქმნათ. ჩვენი სამოგზაურო პაკეტი ყოველთვის მოიცავს ორმხრივ ბილეთს, სასტუმროს საუზმით, აეროპორტიდან ტრანსფერს, დაზღვევასა და ჩვენი წარმომადგენლის უწყვეტ სერვისს.
ხშირად დასმული კითხვები
ხშირად დასმული კითხვები
-
რას მოიცავს ჩვენი ტურისტული პაკეტი?
-
რაში დაგეხმარებათ ჰოლიდეი ფაქტორის წარმომადგენელი?
ტურისტულ პაკეტში შედის ჰოლიდეი ფაქტორის ადგილობრივი წარმომადგენლის მომსახურება, რომლის მთავარი მოვალეობაა შეუქმნას კომფორტი ჩვენს მომხმარებლებს მოგზაურობის პირველივე წუთიდან. კომპანიის წარმომადგნელი დაგხვდებათ აეროპორტში და მიგაცილებთ სასტუმრომდე, რათა დარწმუნდეს, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის.
-
ექსკურსიების ღირებულება პაკეტში შედის?
ექსკურსიები არ შედის პაკეტის ღირებულებაში, თუმცა მათი შეძენა ცალკე შეგიძლია. ჩვენი წარმომადგენელი შემოგთავაზებს სხვადასხვა ტურსა თუ აქტივობას, მიგასწავლის რესტორნებს და მოგაწოდებს ყველა საჭირო ინფორმაციას. ჰოლიდეი ფაქტორის წარმომადგენელთან დაკავშირებას მარტივად შეძლებ. აქტივობის ან ტურის დაჯავშნას შეძლებ როგორც ჩვენს წარმომადგენელთან, ასევე მომხმარებელთა მომსახურების ცენტრის დახმარებით.
-
სავიზო მომსახურების საფასური პაკეტის ღირებულებაში შედის?
არა, სავიზო მოსაკრებელი არ შედის პაკეტის ღირებულებაში. ვიზასთან დაკავშირებულ საკითხებზე თავად მომხმარებელია პასუხისმგებელი. საქართველოს მოქალაქეებს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში სამოგზაუროდ ვიზა არ სჭირდებათ. უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ძალაშია 2022 წლის 15 ივნისიდან.
-
შემიძლია საგზურის გაუქმება?
რა თქმა უნდა, საგზურის გაუქმებას მარტივად შეძლებთ, თუმცა შეიძლება, დაგერიცხოთ გარკვეული საურავი. ამიტომაც, გთხოვთ, რომ პაკეტის შეძენამდე დეტალურად გაეცნოთ წესებსა და პირობებს.