ხშირად დასმული კითხვები

ჩვენი მიზანია, მომხმარებელს სრულფასოვანი გამოცდილება შევუქმნათ. ჩვენი სამოგზაურო პაკეტი ყოველთვის მოიცავს ორმხრივ ბილეთს, სასტუმროს საუზმით, აეროპორტიდან ტრანსფერს, დაზღვევასა და ჩვენი წარმომადგენლის უწყვეტ სერვისს.

ტურისტულ პაკეტში შედის ჰოლიდეი ფაქტორის ადგილობრივი წარმომადგენლის მომსახურება, რომლის მთავარი მოვალეობაა შეუქმნას კომფორტი ჩვენს მომხმარებლებს მოგზაურობის პირველივე წუთიდან. კომპანიის წარმომადგნელი დაგხვდებათ აეროპორტში და მიგაცილებთ სასტუმრომდე, რათა დარწმუნდეს, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის.

ექსკურსიები არ შედის პაკეტის ღირებულებაში, თუმცა მათი შეძენა ცალკე შეგიძლია. ჩვენი წარმომადგენელი შემოგთავაზებს სხვადასხვა ტურსა თუ აქტივობას, მიგასწავლის რესტორნებს და მოგაწოდებს ყველა საჭირო ინფორმაციას. ჰოლიდეი ფაქტორის წარმომადგენელთან დაკავშირებას მარტივად შეძლებ. აქტივობის ან ტურის დაჯავშნას შეძლებ როგორც ჩვენს წარმომადგენელთან, ასევე მომხმარებელთა მომსახურების ცენტრის დახმარებით.

არა, სავიზო მოსაკრებელი არ შედის პაკეტის ღირებულებაში. ვიზასთან დაკავშირებულ საკითხებზე თავად მომხმარებელია პასუხისმგებელი. საქართველოს მოქალაქეებს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში სამოგზაუროდ ვიზა არ სჭირდებათ. უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ძალაშია 2022 წლის 15 ივნისიდან.

რა თქმა უნდა, საგზურის გაუქმებას მარტივად შეძლებთ, თუმცა შეიძლება, დაგერიცხოთ გარკვეული საურავი. ამიტომაც, გთხოვთ, რომ პაკეტის შეძენამდე დეტალურად გაეცნოთ წესებსა და პირობებს.

მომხმარებელთა მხარდაჭერის ცენტრი

ჩვენი გუნდი ხელმისაწვდომია ყოველდღე 09:00-დან 22:00 საათამდე.

032 2224949

Outside of Georgia +995 32 222 49 49

დაგვიკავშირდით ელ. ფოსტაზე

First Name
Email
Telephone