ტურისტული პაკეტი მოიცავს
ორმხრივ ავიაბილეთს, სასტუმროში განთავსებას, ტრანსფერს, სამოგზაურო დაზღვევასა და გიდის მომსახურებას.

როგორ დავჯავშნოთ სასურველი მოგზაურობა?

ტურის დაჯავშნა შესაძლებელია ონლაინ, სულ რაღაც 4 მარტივ ნაბიჯში:

  1. შეარჩიეთ სასურველი შეთავაზება
  2. აირჩიეთ სასტუმროს კატეგორია
  3. მიუთითეთ მოგზაურობის პერიოდი
  4. შეიყვანეთ პირადი მონაცემები და დაასრულეთ დაჯავშნა

ტრანზაქციის წარმატებით დასრულების შემდეგ, ჯავშნის დასტურსა და დეტალურ ინფორმაციას ელ.ფოსტაზე მიიღებთ.

გთხოვთ, მოგზაურობისთვის საჭირო ყველა საბუთი ამობეჭდოთ და იქონიოთ აეროპორტში. ბედნიერ მგზავრობას გისურვებთ!

გთხოვთ, გაითვალისწინოთ:

  • დარწმუნდით, რომ ყველა მგზავრის სახელი ჩაწერეთ ზუსტად ისე, როგორც მითითებულია პასპორტის მონაცემებში.
  • არასრულწლოვანებთან დაკავშირებული წესები: ერთ ბავშვზე განისაზღვრება დამატებითი საურავი - 250 ლარის ოდენობით. 2 წლამდე (24 თვემდე) ასაკის ჩვილებს არ სჭირდებათ სამოგზაურო ვაუჩერი.
  • საქართველოს მოქალაქეებს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში სამოგზაუროდ ვიზა არ ესაჭიროებათ. უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ძალაშია 2022 წლის 15 ივნისიდან. დამატებითი ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე
  • ჯავშნის გაუქმების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, გაეცანით "წესებსა და პირობებს".
  • საიტზე მითითებული ფასი წამოადგენს ერთი ადამიანის საფასურს 2 ადგილიან ოთახში. ერთ ადგილიან ოთახში ცხოვრების დამატებითი საფასური მითითებულია თითოეული სასტუმროს აღწერაში.